სიახლეები!

Posted 2019-10-05

მილოცვა

5 ოქტომბერს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში მასწავლებელთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავენ. წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია, საკუთარ პედაგოგებსა და საქართველოს ყველა მასწავლებელს ულოცავს მასწავლებლის დღეს, უსურვებს წარმატებას და კარიერულ წინსვლას!



Posted 2019-10-05

6 ოქტომბერი, ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) დაბადების დღეა!

6 ოქტომბერი, ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია) დაბადების დღეა! კვირას, 6 ოქტომბერს, სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება ღირსი ალექსი სენაკელის სახელობის ტაძარში, რომელიც სკოლა-გიმნაზიის ეზოში მდებარეობს. წირვას აღავლენს ტაძრის მღვდელმსახური მამა მალხაზი ჭანტურია.



Posted 2019-10-01

მილოცვა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია მუდმივად იღწვის წინსვლისთვის და მონაწილეა ნებისმიერი ახალი წამოწყების. ყოველივე ეს განაპირობებს სკოლის წარმატებას.
2019-20 სასწავლო წლის დასაწყისში, გიმნაზიას დაემატა რამდენიმე პედაგოგი, რომელებმაც შეიცვალეს სტატუსი.
წამყვანი მასწავლებლის პოზიცია დაიკავა დაწყებითი საგნების პედაგოგმა მედეა შურღაიამ
უფროსი მასწავლებლის სტატუსი მიენიჭათ -- დაწყებითი საგნების პედაგოგებს ნანა ადამიას და ხათუნა კვირკველიას და რუსული ენის პედაგოგს ირინა ჯაიანს.
სკოლა-გიმნაზია ულოცავს საკუთარ პედაგოგებს ამ წარმატებას და უსურვებს მომავალში კარიერულ წინსვლას.



Posted 2019-09-30

The Kings and Queen’s Club

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა - გიმნაზიაში, 2019 წლის 4 ოქტომბერს იგეგმება წარმატებული ინგლისურენოვანი პროექტის „ The Kings and Queen’s Club”- ის პრეზენტაცია. სკოლა-გიმნაზიაში უკვე ფუნქციონირებს ინგლისურენოვანი წიგნის კლუბი 9-12 კლასის მოსწავლეებისთვის, რომელსაც უძღვება ბრიტანელი მასწავლებელი. წელს გვაქვს სიახლე! კლუბში ჩართვის შესაძლებლობა ეძლევათ V,VI,VII,VIII კლასის მოსწავლეებს, რეგისტრაციის ბოლო ვადაა 10 ოქტომბერი. ადგილები შეზღუდულია. დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით სკოლის ფეისბუკ გვერდზე –– https://www.facebook.com/.



Posted 2019-09-27

non formal education club

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის უცხო ენის კათედრა ქმნის არაფორმალური განათლების კლუბს „non formal education club”. კლუბის წევრობა ნებაყოფლობითია. მასში გაწევრიანება შეუძლიათ სკოლა- გიმნაზიის Xდა XI კლასის მოსწავლეებს. გასაწევრიანებლად მიმართეთ კურატორ მასწავლებელს თამარ ყალიჩავას. “non formal education club ”- არაფორმალური განათლების კლუბის მიზანია, მოსწავლეებს განუვითრედეთ შემოქმედებითი, დამოუკიდებელი, კრიტიკული, გუნდური მუშაობის და უცხო ენაზე კომუნიკაციის უნარები. განაცხადების მიღების ბოლო ვადა 15.10.2019წ.



Posted 2019-09-19

2019-2020 სასწავლო წლის დასაწყისი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას და გისურვებთ წარმატებას. 16 სექტემბერი განსაკუთრებით მღელვარე იყო პირველკლასელთათვის. პატარა აღსაზრდელებს დახვდათ ლამაზი და თბილი გარემო და მასწავლებლები, რომლებმაც იზრუნეს, მათთვის ეს ულამაზესი სამყარო შეექმნათ. სკოლა-გიმნაზია ამაყია თავისი მოსწავლეებით და იმ ულევი წარმატებით, რომლითაც სახელი გაითქვა მთელს ქვეყანაში. გისურვებთ, ახალი, 2019-20 სასწავლო წელი ბევრად ნაყოფიერი ყოფილიყოს თითოეული გიმნაზიელისთვის.



Posted 2019-09-17

მილოცვა!

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, 2019 წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის გამოსავლენად გამოცხადდა კონკურსი. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობა მიიღო წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა- გიმნაზიის ინგლისური ენის პედაგოგმა თამარ ყალიჩავამ, ის 2019 წლის საუკეთესო ინგლისური ენის მასწავლებლის ხუთეულშია. ვულოცავთ თამარს და სკოლა-გიმნაზიას!



Posted 2018-07-26

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია 2018/19 სასწავლო წლისათვის აცხადებს აღსაზრდელების მიღებას მის ბაზაზე არსებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში (5-6 წლიანი ჯგუფი) საბავშვო ბაღი იმუშავებს შემდეგ მისამართზე: სენაკი, სტალინის ქ.95 (შხეფის ყოფილი რვაწლიანი სკოლის მეორე სართული). განცხადებები მიიღება ყოველ დღე, შაბათ–კვირის გარდა 11:00სთ–დან – 17:00სთ–მდე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა–გიმნაზიის ადმინისტრაციას (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ.116; ტელ:0413 27 82 72; 599 57 30 31; 595 16 08 88).



Posted 2018-07-25

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია 2018/19 სასწავლო წლისათვის აცხადებს ვაკანსიას სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების შემდეგ პოზიციებზე:
1. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების სასკოლო მზაობის ჯგუფის აღმზრდელ-მასწავლებელი
2. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების აღმზრდელ-მასწავლებელის დამხმარე
განცხადებები მიიღება 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, ყოველ დღე, შაბათ–კვირის გარდა 11:00სთ–დან – 17:00სთ–მდე. კანდიდატების შერჩევა მოხდება სკოლა–გიმნაზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა–გიმნაზიის ადმინისტრაციას
(მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ.116; ტელ:0413 27 82 72; 599 57 30 31; 595 16 08 88).



Posted 2018-07-20

მილოცვა

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით (№41; 13.07.2018წ.) წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას მიენიჭა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი დაწყებით, საბაზო და საშუალო საფეხურების საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად.
ვულოცავთ, მის მაღალყოვლადუსამღვდელოესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრეს, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს (მუჯირი), სკოლა-გიმნაზიის მთელ კოლექტივს, მოსწავლეებს, მათ მშობლებს და ყველა ჩვენს გულშემატკივარს ამ დიდ წარმატებას, რომელიც ერთობის, სიყვარულისა და თავდადების შედეგია.
ეს დასაწყისია, უფლის წყალობით წინ კიდევ დიდი გამარჯვებები გველის!



Page 5 of 111234567891011

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com