სიახლეები!

Posted 2018-05-31

სტუმრად სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიაში.

STEM-ის ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში გამარჯვებული გუნდის “smart kids” წევრები (გუნდის მენტორი უტა კილასონია) სტეფანწმინდის წმ. ილია მართლის სახელობის გიმნაზიამ მიიწვია. შეხვედრა ძალიან საინტერესოდ წარიმართა. „smart kids“ სტეფანწმინდის გიმნაზიის მოსწავლეებს გამარჯვებული პროექტი წარუდგინა და რაც მთავარია, დაიგეგმა STEM-ის ფარგლებში ერთობლივი ღონისძიებები ორივე გიმნაზიის მოსწავლეთა მონაწილეობით. სტეფანწმინდის ულამაზესი გარემოს და სტუმართმოყვარე მასპინძლების შთაბეჭდილებები ჯერაც არ განელებულა.



Posted 2018-05-25

სასწავლო წლის დასასრულისადმი მიძღვნილი ღონისძიებების განრიგი

სასწავლო წელი, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის პირველკლასელთათვის - 2018 წლის 09 ივნისს, ხოლო მეორე-მეცხრე კლასელთათვის - 2018 წლის 15 ივნისს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ, საზეიმო ღონისძიებით დასრულდება. ღონისძიება, სკოლა-გიმნაზიის ხელოვნების ბლოკის საანგარიშო კონცერტი იქნება. გისურვებთ წარმატებებს და მხიარულ, საინტერესო აქტივობებით დატვირთულ არდადეგებს!



Posted 2018-05-23

,,English book in Georgia“

2018 წლის 22 მაისს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ,,English book in Georgia“ (,,გამომცემლობა წიგნი საქართველოში“)-ს წარმომადგენელი ზვიად დეკანოიძე გამართავს პრეზენტაციას Toefl-ის გამოცდებთან და გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებით. დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მათ შორის საჯარო სკოლის პედაგოგებს, მშობლებსა და მოსწავლეებს.



Posted 2018-05-16

ნიკო კეცხოველის პრემია - 2019

2018 წლის მაისში, CENN-ის მიერ, საქართველოს მასშტაბით, გამოცხადდა კონკურსი ,,ნიკო კეცხოველის პრემია - 2019“. კონკურსის მიზანია მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ცნობიერების ამაღლება. კონკურსში წელს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაც ჩაერთო. შეიქმნა VII-VIII-IX კლასის მოსწავლეებისგან დაკომპლექტებული გუნდი ,,ECO-R”. კონკურსი გამარჯვებულს 2019 წლის 21 მარტს გამოავლენს.



Posted 2018-05-14

საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნულ კონკურსი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის ქართული ხალხური სიმღერისა და გალობის გუნდმა, ხელმძღვანელი დიმიტრი კაკულია, 2018 წლის 13 მაისს ჩატარებული, საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდული საგუნდო კოლექტივების მეოთხე ეროვნულ კონკურსზე, კატეგორიაში ქართული ხალხური სიმღერა - დაიკავა პირველი ადგილი, ხოლო კატეგორიაში ქართული გალობა - მეორე ადგილი. ვულოცავთ მათ ამ წარმატებას და მომავალში კიდევ უფრო მეტი სიმაღლეების დაპყრობას ვუსურვებთ.



Posted 2018-05-12

კონფერენცია ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“

2018 წლის 11 მაისს, საქართველოს საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში, ჩატარდა სასწავლო-პრაქტიკული კონფერენციის ,,რწმენა ჩვენს ცხოვრებაში“ დასკვნითი ტური, სადაც გამარჯვებული თემებით წარსდგნენ და დაჯილდოვდნენ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის IX კლასის მოსწავლე ლიკა კოკაია - თემა: ,,როგორც უფალი, სამშობლო ერთია ქვეყანაზედა“... და VIIIა კლასის მოსწავლე კესო ტყებუჩავა - თემა: ,,ჩვენ ქართველობა ძველთაგან მოგვდევს“. ვულოცავთ მათ ამ დიდ წარმატებას და კიდევ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ.



Posted 2018-04-27

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტის ეკატერინე წულუკიძის სტუმრობა.

2018 წლის 25 აპრილს, STEM-ის სწავლების ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას სტუმრობდა მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ეკატერინე წულუკიძე.აღნიშნული სკოლის მოსწაავლეებს და მა მასწავლებლებს პრეზენტაცია და მასტერკლასი ჩაუტარეს STEM-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა ტოლია(უტა) კილასონიამ და მოსწავლეებმა. STEM-ის სწავლების გამოცდილების გაზიარების შემდეგ სკოლა-გიმნაზიის პედაგოგმა ნათელა დავითაიამ ჩაატარა ძალიან საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ,,გაგაოცებ ევროპა!“. მესტიის მოსწავლეები ასევე ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშში ,,ბრეინ-რინგი“, სადაც გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დღე დაასრულა ძალიან პოზიტიურმა სპორტულმა აქტივობებმა. ხოლო დილით, 26 აპრილს, გამგზავრებამდე, სტუმრებს სენაკის ღირსშესანიშნაობებმა - თეკლათის დედათა მონასტერმა და ციხე-გოჯმა დაამახსოვრა თავი.



Posted 2018-04-24

ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია ბორჯომში

2018 წლის 21-22 აპრილს კომპანიამ ‘English Book in Georgia’ უმასპინძლა ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონფერენციას ბორჯომში, ლიკანში, რომელიც მიეძღვნა გამომცემლობა “Macmillan“-ის 175 წლის იუბილეს. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა ავტორებმა ჩაატარეს საერთაშორისო დონის სესიები და სემინარები საგანმანათლებლო გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად გამოცდა TOEFL-ის მნიშვნელობაზე, სასტიპენდიო გრანტებსა და ბრიტანულ საზაფხულო სკოლებზე.



Posted 2018-04-13

სააღდგომო ფესტივალი 2018წ.

2018 წლის 11-12 აპრილს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, ზუგდიდიდ წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია მასპინძლობდა სააღდგომო ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები და აფხაზეთის საჯარო სკოლები. ფესტივალის სლოგანი იყო - ,,გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“... ფესტივალის პირველი დღე მიეძღვნა შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს, რომლის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული რეალიები“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა სკოლა-გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბახტაძე, ხელმძღვანელი - რუსუდან მურღულია. თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ავტორი დაჯილდოვდა სერთიფიკატით. ფესტივალის მეორე დღე დაეთმო სააღდგომო კონცერტს და კონკურსს კალიგრაფიასა და ხატვაში სასწავლებლების მოსწავლეების მონაწილეობით. აქაც გვასახელეს ჩვენმა მოსწავლეებმა. მერვე კლასის მოსწავლის კესო კუპრეიშვილის კალიგრაფიულმა ნამუშევარმა განსაკუთრებული ყურადღება და სერთიფიკატი დაიმსახურა, ხოლო ჩვენმა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა არ უღალატა ჩვეულ აკადემიურობას და მოწოდების სიმაღლეზე იყო. ფესტივალმა ძალიან თბილი და სიყვ ...



Posted 2018-04-08

ქრისტე აღდგა!

მაშ, შევიმოსოთ სიხარული!...მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: „დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში“. ქრისტე აღდგა! აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიაII



Page 6 of 111234567891011

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com