წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური
სკოლა-გიმნაზიის მ ი ს ი ა.

Posted on 11 sep 2014

1. სკოლა-გიმნაზია ვალდებულია შეუქმნას მოსწავლეს საუკეთესო პირობები სწავლისა და შემოქმედებითი განვითარებისათვის, უზრუნველყოს თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა და მუდმივად იზრუნოს სასწავლო პროგრამების, სწავლის მეთოდებისა და ხარისხის გაუმჯობესებაზე;
2. ზოგადსაგანმანათლებლო საგნების სწავლებასთან ერთად, სკოლა-გიმნაზიაში უპირატესობა ენიჭება ქრისტიანული ღირებულებებისა და ქვეყნის კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას.
ამასთან სკოლა-გიმნაზია ხელს უწყობს მოსწავლეებში კრიტიკული და ანალიტიკური აზროვნების ჩამოყალიბებას, შემოქმედებითი და პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარებას;
3. სკოლა-გიმნაზია მიზნად ისახავს აღზარდოს ფიზიკურად, ზნეობრივად და ინტელექტუალურად განვითარებული, გულისხმიერი და შემწყნარებელი, კონკურენტუნარიანი ახალგაზრდობა და თავის მხრივ, ხელი შეუწყოს ქვეყანაში ჯანსაღი, თავისუფალი, ღია სამოქალაქო საზოგადოების ჩამოყალიბებას;
4. სკოლა-გიმნაზიის დანიშნულებაა მოზარდების ინტეგრირება საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში.

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com

(0413) 27 82 72