სიახლეები!

Posted 2017-11-11

ვირტუალური და რეალურ-ვირტუალური ლაბორატორიის პრეზენტაცია
სკოლა-გიმნაზიაში

2017 წლის 11 ნოემბერს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა ვირტუალური და რელურ-ვირტუალური ლაბორატორიის და STEM-ის (საგანმანათლებლო სისტემაზე დაფუძნებული კურსები-ფიზიკის, საინჟინრო ტექნოლოგიების, პროგრამირებისა და მათემატიკის შესწავლა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით) მუშაობის პრეზენტაცია, რომელსაც უძღვებოდა ზოგად საუნივესიტეტო ვირტუალური მოდელირების ცენტრის ხელმძღვანელი, ტექნიკური უნივერსიტეტის სრული პროფესორი დავით სონღულაშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ წმიდა მეფე დავით აღმაშენებლის სახელობის განათლების ცენტრის ხელმძღვანელი რუსთველი მიტროპოლიტი იოანე (გამრეკელი), სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) და წარმომადგენლები განათლების ცენტრის დაქვემდებარებაში მყოფი სკოლებიდან.



Posted 2017-10-16

ესეების კონკურსი

2017 წლის ივლისის თვეში გამოცხადდა კონკურსი თემაზე "მასწავლებლები კონსტიტუციაზე". ესეების კონკურსის მიზანი საკონსტიტუციო რეფორმისა და კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების შესახებ მასწავლებელთა დაინტერესება და მათი ინფორმირებულობის გაზრდა იყო. კონკურსში მონაწილეობა საქართველოს მაშტაბით 200-ზე მეტმა მასწავლებელმა მიიღო. დასახელდა 16 გამარჯვებული , აქედან 11 - რეგიონიდან და 5 - თბილისიდან. კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს, რომლებმაც კონსტიტუციის თემატიკაზე ესეები შექმნეს, საქართველოს პრეზიდენტმა სასახლეში უმასპინძლა, დააჯილდოვა და სპეციალური სერტიფიკატები გადასცა. ესეების კონკურსის "მასწავლებლები კონსტიტუციაზე" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის გამარჯვებული გახდა წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი რუსუდან მურღულია. სკოლა-გიმნაზია ულოცავს ქალბატონ რუსუდანს ამ დიდ გამარჯვებას და უსურვებს შემდგომ წარმატებებს პროფესიულ საქმიანობაში.



Posted 2017-10-16

“ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი”

სამტრედიის გამგეობის, სამტრედიის ჭადრაკის ფედერაციისა და საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის ორგანიზებით 2017 წლის 8-11 ოქტომბერს სამტრედიის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში ჩატარდა “ანზორ მაჩიტიძის სახელობის საჭადრაკო მემორიალი” – ღია, ქალთა, 10 წლიან ჭაბუკთა და გოგონათა და 8 წლიან ჭაბუკთა და გოგონათა კატეგორიებში. მემორიალში მიიღეს მონაწილეობა მოჭადრაკეებმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან. ამ ტურნირში ასევე მონაწილეობდა სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლემ გიორგი ჭანტურია, რომელმაც მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა. ვულოცავთ, გიორგის ამ წარმატებას და ვუსურვებთ შემდგომშიც წარმატებულ ასპარეზობას.



Posted 2017-09-07

,,ევერესტის“ საშაბათო სკოლა

მათემატიკური ოლიმპიადა ,,ევერესტის“ დამფუძნებელი დაჩი ნანობაშვილი წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიასთან ერთად ახორციელებს პროექტს - ,,ევერესტის“ საშაბათო სკოლა II-VI კლასის მოსწავლეებისათვის. სასწავლო პროგრამა აგებულია იმ პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც მრავლად გვხვდება დაწყებით კლასებში მათემატიკის შესწავლისას. ღია კარის დღე გაიმართება წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, 2017 წლის 16 სექტემბერს 12:00 სთ. მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. №116 დაწვრილებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: ტელ.: 551 099598: 599 573031



Posted 2017-09-07

სასწავლო წლის დასაწყისი

წმინდა ალექსი შუშნიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყება 2017 წლის 15 სექტემბერს.სადღესასწაულო პარაკლისი და საზეიმო მიღება გაიმართება 14 სექტემბერს 10:00სთ.



Posted 2017-09-07

განცხადება

სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბაზაზე, არსებული საკვირაო სკოლა აცხადებს მოსწავლეთა მიღებას. სკოლაში სწავლება უფასოა. გაკვეთილები ჩატარდება შაბათ-კვირას 12.00 სთ.-დან 15.00სთ.-მდე. სასწავლებლად მიიღებიან 7-9 წლის აღსაზრდელები გასაუბრების საფუძველზე. ადგილები შეზღუდულია. ღია კარის დღე ჩატარდება წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, 17 სექტემბერს, 14.00 საათზე. მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ.№116. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მსურველებმა დარეკეთ შემდეგ ნომერზე: 595005192 - ნათია დავითაია.



Posted 2017-09-07

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკა ქმნის კლუბს „მე მიყვარს წიგნი“. მასში გაწევრიანება შეუძლია V-IX კლასის მოსწავლეებს, ვისთვისაც მნიშვნელოვანია წიგნი და წიგნიერება. კლუბის საქმიანობა დაფუძნებულია მოზარდებში კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაზე, კლასიკოსთა თუ თანამედროვე ავტორთა შემოქმედების გაცნობა-განხილვა დისკუსიურ შეხვედრებზე და წიგნიერების დონის ამაღლებაზე.



Posted 2017-09-05

"ეროვნული ჯილდო"

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მასწავლებელი ტოლია (უტა) კილასონია კონკურსის წესით ,,ეროვნული ჯილდოს’’ ჟიურის მიერ გამოვლენილ 10 ლიდერ მასწავლებელთა შორის დასახელდა. ამ ტიპის კონკურსი პირველად ტარდება საქართველოში და მისი დამფუძნებელი არის კოალიცია ,,განათლება ყველასათვის’’. იგი მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის მათ გაცნობას და პედაგოგის საპატიო პროფესიის პოპულარიზაციას. უტა კილასონია წარმატებული მასწავლებელია. 2017 წელს მისი ხელმძღვანელობით სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა გაიმარჯვეს ათასწლეულის ინოვაციის კონკურსში პროექტით „შეტყობინების სისტემა მეწყერსაშიში ზონებისთვის“ და გაემგზავრნენ NASA-ს კოსმოსურ ცენტრში. სკოლა გიმნაზიის კოლექტივი, მშობლები და მოსწავლეები ულოცავენ მათ საყვარელნმასწავლებელს ამ დიდ წარმატებას და უსურვებენ გამარჯვებას.



Posted 2017-06-26

საზაფხულო ბანაკი „მომავლის ბავშვები“ Summer Camp `Future Kids~

გაატარეთ სახალისო და საინტერესო ზაფხულის ერთი კვირა წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 5 ივლისიდან 11 ივლისის ჩათვლით.
ყოველდღიური პროგრამა მოიცავს სახალისო სასწავლო აქტივობებსა და ბევრ მხიარულებას.
შემოქმედებითი და შთამაგონებელი სასწავლო აქტივობები;
სპორტი და სახალისო თამაშები;
დისკუსიები და დებატები;
ინგლისური ენა;
ექსკურსია;
კითხვის კლუბი;
სიმღერა და ცეკვა;
ეკოაქტივობები;
და უამრავი სხვა რამ...
შეავსეთ განაცხადის ფორმა 1 ივლისამდე. დამატებითი ინფირმაციისთვის დაგვიკავშირდით
ნომრებზე: 571 180 425; 577 172 272.
ბანაკის მისამართია: სენაკი,რუსთაველის ქ. #116, სკოლა-გიმნაზია.



Posted 2017-05-03

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური
სკოლა–გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას 2017/18 სასწავლო წლისათვის შემდეგ პოზიციებზე:
1. მათემატიკის პედაგოგი – 1 ვაკანსია
2. რუსული ენის პედაგოგი –2 ვაკანსია
3. ინგლისური ენის პედაგოგი - 1 ვაკანსია
განცხადებები მიიღება 2017 წლის 2 ივნისის ჩათვლით, ყოველ დღე,
შაბათ–კვირის გარდა 9:00სთ–დან – 18:00სთ–მდე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება სკოლა–გიმნაზიის მრჩეველთა საბჭოს მიერ. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა–გიმნაზიის ადმინისტრაციას
(მისამართი: სენაკი. რუსთაველის ქ.116;
ტელ: 0413 27 82 72 ; 599 57 30 31; 568 982525).
დირექცია



Page 10 of 1312345678910111213

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com