სიახლეები!

Posted 2023-01-09

საშობაო სპექტაკლი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურმა სკოლა-გიმნაზიამ, ტრადიციულად, 9 იანვარს საშობაო სპექტაკლი წარუდგინა საზოგადოებას. ამჯერად, ღონისძიება მიეძღვნა უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, ილია მეორის დაბადებიდან 90 და აღსაყდრებიდან 45 წლის იუბილეს. მოსწავლეებმა შემოგვთავაზეს მხატვრული კომპოზიცია - ,,მზიანი ღამე", რომელიც გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრის საკონცერტო დარბაზში. ღონისძიებას ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი, საქართველოს საპატრიარქოს განათლების ცენტრის თავმჯდომარე, იოანე (გამრეკელი), ეპარქიის სასულიერო პირები, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის, მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საზოგადოების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.



Posted 2023-01-06

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. ბედნიერებასა და სიხარულს გისურვებთ, კეთილდღეობა არ მოკლებოდეს თქვენს ოჯახებსა და სრულიად საქართველოს. გიმნაზიის მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს კი გაცნობებთ, რომ ხვალ, 13:00 სთ-ზე, ალექსი ბერის სახელობის ტაძარი შეუერთდება ალილოს მსვლელობას. გთხოვთ მობრძანდეთ.



Posted 2023-01-04

მილოცვა

დღეს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II 90 წლის გახდა. წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოძღვრები და კოლექტივი ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას იუბილეს და უსურვებს მხნეობასა და მრავალჟამიერ სიცოცხლეს! დაე, უფლის შეწევნით, კიდევ დიდხანს ეწინამძღვროს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისათვის ერის სულიერად განმტკიცებისკენ სავალ გზაზე. სკოლა-გიმნაზიის საზოგადოებას კი გაცნობებთ, ორშაბათს, 9 იანვარს, 14:00 სთ-ზე, სენაკის მოსწავლე ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში გაიმართება პატრიარქის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება



Posted 2022-12-26

მილოცვა

სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიაში არსებული წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოძღვრები და კოლექტივი ულოცავს მის უწმინდესობასა და უნეტარესობას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსს და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტ ილია II-ს აღსაყდრებიდან 45 წლისთავს. უსურვებს ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს ერის იმედად და მეოხად



Posted 2022-12-19

IV კლასელთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

19 დეკემბერს, სკოლა-გიმნაზიაში მოეწყო IV კლასელთა ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა. პატარებმა წარმოადგინეს ულამაზესი საახალწლო ნივთები, რომელიც შეიძინეს გიმნაზიის მოსწავლეებმა და პედაგოგებმა. მათივე ინიციტივით, გამოფენილი ნივთების გაყიდვით მიღებული თანხა მოხმარდება მიუსაფარი ცხოველების გამოკვებას. გიმნაზია მიესალმება ჩვენი მოსწავლეების ამ წამოწყებას და მხარს უჭერს მათ ნებიმიერი კეთილი საქმის განხორციელებაში. გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები მარინა სახოკია მაკა სირია



Posted 2022-12-04

საკვირაო სკოლა გახსნა

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტ შიოს ლოცვა-კურთხევით, აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მომსახურების სააგენტოს მხარდაჭერითა და წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ქ. სენაკში მცხოვრები აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკიდან იძულებით გადაადგილებული 13-დან 18 წლამდე ახალგაზრდებისთვის საკვირაო სკოლა გაიხსნა.



Posted 2022-11-29

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის 2022 წლის ფინალი შედგა.

პირველი ადგილი დაიკავა გუნდმა LIGGA, რომლის წევრი გახლავთ წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის XII კლასის მოსწავლე გიორგი ტყებუჩავა. ვულოცავთ გამარჯვებას გუნდის წევრებს: გეგა შავდათუაშვილს, ირაკლი ქუცნაშვილს, ლიზი თეთრაშვილს და ალექსანდრე კუხიანიძეს. ისინი აშშ-ში, ნასას კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის ბანაკს დაესწრებიან. მადლობა კონკურსის მთავარ მხარდამჭერს: US Embassy Tbilisi, Georgia კონკურსში, ასევე, მონაწილეობდა სკოლა-გიმნაზიის XI კლასის მოსწავლე საბა ხაბურზანია გუნდით Atemporal, რომელიც კომპანია EPAM-ის რჩეული გახდა. გუნდის წევრები ლიზი უკლება, მარიამ ჯუღელი, ლიზი ჩარექიშვილი და ნინო კუტივაძე პოლონეთში, EPAM Garage Innovation Community ცენტრს გაეცნობიან.



Posted 2022-11-28

კამპანია ,,არა ფოიერვერკებს"

სკოლა-გიმნაზიის ეკო-კლუბი დღეიდან იწყებს კამპანიას -- ,,არა ფოიერვერკებს". ისინი გიმნაზიის თითოეულ კლასში ჩაატარებენ პრეზენტაციებს, რომლითაც ინფორმაციას მიაწვდიან თანატოლებს ფოიერვერკების მავნებლობაზე. ახალი წლის ღამეს, თუ ჩვენი კამპანიის შემდეგ, თუნდათ რამდენიმე ათეული ოჯახი გადაწყვეტს არ აღნიშნოს ახალი წლის დადგომა ამ სახით, ჩავთვლით, რომ შედეგი მიღწეულია. ამ კამპანიას, გარდა გარემოსა და ცხოველების დაცვისა, აქვს ერთი მთავარი მისია: არ იყიდოთ ფოიერვერკები და თუნდაც ერთი მაშხალის საფასური შემოწირეთ გიმნაზიის ეკო-კლუბის ფონდს, რომლითაც დავეხმარებით იმ პატარებს, რომელთაც მცირედი საკვების შეძენის საშუალებაც კი არ გააჩნიათ. დავიცვათ გარემო!



Posted 2022-11-22

განცხადება

თუ, თქვენთვის მნიშვნელოვანია, რომ თქვენს შვილს ადრეული ასაკიდან ჰქონდეს:
მრავალფეროვანი ინტერესები
კარგი ემოციური რეგულაცია
შემოქმედებითი აზროვნება და პრობლემის გადაჭრის უნარი
არტ-თერაპია
ფობიები
ასაკობრივ ზოგად თემებზე მსჯელობა
☀️შემოგვიერთდით ბიბლიოთეკისა და ფსიქოთერაპიის შეხვედრებზე??? ?ნინო სახოკია
?ცირა ხუნწარია



Posted 2022-11-21

პროექტი კამათის ხელოვნება.

20 ნოემბერს, სკოლა-გიმნაზიამ მონაწილეობა მიიღო კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ დაგეგმილ სასკოლო-საგანმანათლებლო პროექტში - „კამათის ხელოვნება” (ისწავლე თამაშით)
„ვკამათობთ არა კამათისთვის, არამედ ვკამათობთ შედეგისთვის“.
პროექტის მიზანი იყო:
ახალგაზრდებში არგუმენტირებული კამათის კულტურის, კრიტიკული აზროვნების, სასაუბრო დროის რაციონალურად სარგებლობის, საჭირო მასალებისა თუ ინფორმაციის მოძიების უნარების განვითარება.



Page 4 of 1312345678910111213

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com