განცხადება
2024 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე, სკოლა-გიმნაზიის მედიათეკაში სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი სასკოლო საზოგადოებისა და თემის წინაშე წარადგენს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.
სიახლეები!
Posted 2024-06-20
განცხადება
2024 წლის 27 ივნისს, 12:00 საათზე, სკოლა-გიმნაზიის მედიათეკაში სტრატეგიული დაგეგმვის ჯგუფი სასკოლო საზოგადოებისა და თემის წინაშე წარადგენს ერთწლიანი სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიშს.
Posted 2024-06-19
მილოცვა
გამოცხადდა ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის Millennium Innovations Award-ის 2024 წლის ფინალისტები. მოხარულები ვართ გაცნობოთ, რომ სკოლა-გიმნაზიის ორი მოსწავლე ფინალისტებს შორის არის: X კლასის მოსწავლე დაჯი კუჭავა და მისი გუნდი ,,BEES"., ასევე X კლასის მოსწავლე ელენე ქაჩიბაია და მისი გუნდი ,,MARINEGUARD"..
ვულოცავთ ფინალისტ გუნდებს და მათ მენტორს ტოლია(უტა) კილასონიას.
Posted 2024-06-01
განცხადება
2024 წლის 15 ივნისს, 18:00 საათზე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით, სასკოლო პროექტის ,,ჯანსაღი თაობა ჯანსაღი მომავლის საწინდარია“ ფარგლებში გაიმართება ველორბოლა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლა-გიმნაზიის საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები.
ველორბოლა ტარდება სენაკის მერიის მხარდაჭერით. ველორბოლის საგზაო მონაკვეთზე მონაწილე მოსწავლეების უსაფრთხო გადაადგილებას უზრუნველყოფენ საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები. პირველადი სამედიცინო დახმარების გასაწევად, მარათონს დაესწრება სკოლა-გიმნაზიის ექიმი.
Posted 2024-05-29
განცხადება
2024 წლის 17 ივნისს, წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ინგლისური ენის მასწავლებლების ეკატერინე მილორავასა და სოფიკო მირცხულავას ორგანიზებით ჩატარდება მოსწავლეთა მეოთხე სასკოლო კონფერენცია ორი მიმართულებით:
კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ საჯარო და კერძო სკოლის VII,VIII, IX, X, XI და XII კლასის მოსწავლეებს.
კონფერენციის მონაწილეები მიიღებენ ორენოვან სერტიფიკატებს.
კონფერენციის სამუშაო ენა - ინგლისური
მომხსენებლებმა შერჩეული თემა უნდა წარმოადგინონ მოხსენების სახით შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე: sophomirtskhulava@gmail.com, milorava1989@gmail.com
საკონფერენციო თემების მიღების ბოლო ვადაა: 07.06.2024
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:
ტელ.: სოფიკო მირცხულავა- 595560884, ეკატერინე მილორავა- 598545487 ან მოგვწერეთ ფოსტაზე:
sophomirtskhulava@gmail.com, milorava1989@gmail.com
Posted 2024-05-20
Posted 2024-05-17
განცხადება
სკოლა-გიმნაზიის ინტელექტკლუბის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მეოთხე თამაში გაიმართება 2024 წლის 22 მაისს, 14:00 საათზე, სკოლა-გიმნაზიის მედიათეკაში. შედგება 2 თამაში-წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდის-ლუკა პირტახიას ექვსეულისა და ვანის წმ. ნინოს სახელობის მართლმადიდებლური გიმნაზიის-ლუკა ჯოჯუას ექვსეულის მონაწილეობით.
Posted 2024-05-13
განცხადება
2024 წლის 20 მაისს დასრულდება სასწავლო წელი მეთორმეტეკლასელებისთვის. ,,ბოლო ზარის“ ღონისძიება გაიმართება სკოლა-გიმნაზიაში 12:00 საათზე, ხოლო სკოლასთან გამოსამშვიდობებელი კონცერტი - მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის საკონცერტო დარბაზში, 18:00 საათზე. დასწრება თავისუფალია.
Posted 2024-05-01
განცხადება
2024 წლის 16 მაისს, 16:00 საათზე, სკოლა-გიმნაზიაში სენაკისა და ჩხოროწყუს ეპარქიის განათლების ცენტრის ინიციატივითა და სკოლა-გიმნაზიის ორგანიზებით ჩატარდება სააღდგომო ვიქტორინა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ სკოლა-გიმნაზიის IX, X და XI კლასის მოსწავლეები, მშობლები და დამრიგებლები.
ვიქტორინა ეძღვნება მაცხოვრის ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულს.
დასწრება თავისუფალია.
Posted 2024-04-22
ინტელექტკლუბის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მესამე თამაში გაიმართება
სკოლა-გიმნაზიის ინტელექტკლუბის გაზაფხული-ზაფხულის სეზონის მესამე თამაში გაიმართება 2024 წლის 25 აპრილს, 14:00 საათზე, სკოლა-გიმნაზიის მედიათეკაში. 25 აპრილს შედგება 2 თამაში წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდის-დავით შომახიას ექვსეულისა და წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდის- ნინი გაბელაიას ექვსეულის მონაწილეობით.
Posted 2024-04-02
სკოლა-გიმნზაიამ 2023-2024 სასწავლო წელი გამოაცხადა ,,ვეფხისტყაოსნის“ წლად.
წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 2024 წლის 8-13 აპრილს დაგეგმილია ქართული ენის კვირეული. სკოლა-გიმნზაიამ 2023-2024 სასწავლო წელი გამოაცხადა ,,ვეფხისტყაოსნის“ წლად. ამიტომ მიმდინარე წლის ქართული ენის კვირეული ეძღვნება ,,დიდ წიგნს ქართველებისას, ქართველთა საზრდოდ და ნუგეშად სახულს“. კვირეულის ფარგლებში დაგეგმილია ვიქტორინა, ესეების კონკურსი, ლიტერატურულ-მუსიკალური კომპოზიცია, ,,ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვა და მასწავლებელთა კონფერენცია, საპატრიარქოს სკოლების პედაგოგთა მონაწილეობით. პროექტის ხელმძღვანელია ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის თავმჯდომარე რუსუდან მურღულია.
მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com
© Copyright 2012.
Design by უტა კილასონია