სიახლეები!

Posted 2018-04-27

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტის ეკატერინე წულუკიძის სტუმრობა.

2018 წლის 25 აპრილს, STEM-ის სწავლების ფარგლებში გამოცდილების გაზიარების მიზნით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიას სტუმრობდა მესტიის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტი ეკატერინე წულუკიძე.აღნიშნული სკოლის მოსწაავლეებს და მა მასწავლებლებს პრეზენტაცია და მასტერკლასი ჩაუტარეს STEM-ის ჯგუფის ხელმძღვანელმა ტოლია(უტა) კილასონიამ და მოსწავლეებმა. STEM-ის სწავლების გამოცდილების გაზიარების შემდეგ სკოლა-გიმნაზიის პედაგოგმა ნათელა დავითაიამ ჩაატარა ძალიან საინტერესო პროექტ-გაკვეთილი ,,გაგაოცებ ევროპა!“. მესტიის მოსწავლეები ასევე ჩაერთვნენ ინტელექტუალურ თამაშში ,,ბრეინ-რინგი“, სადაც გამარჯვებულები სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ. დღე დაასრულა ძალიან პოზიტიურმა სპორტულმა აქტივობებმა. ხოლო დილით, 26 აპრილს, გამგზავრებამდე, სტუმრებს სენაკის ღირსშესანიშნაობებმა - თეკლათის დედათა მონასტერმა და ციხე-გოჯმა დაამახსოვრა თავი.



Posted 2018-04-24

ყოველწლიური საგანმანათლებლო კონფერენცია ბორჯომში

2018 წლის 21-22 აპრილს კომპანიამ ‘English Book in Georgia’ უმასპინძლა ყოველწლიურ საგანმანათლებლო კონფერენციას ბორჯომში, ლიკანში, რომელიც მიეძღვნა გამომცემლობა “Macmillan“-ის 175 წლის იუბილეს. კონფერენციის ფარგლებში მოწვეულმა უცხოელმა ავტორებმა ჩაატარეს საერთაშორისო დონის სესიები და სემინარები საგანმანათლებლო გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა ასევე მსოფლიოში ყველაზე მოთხოვნად გამოცდა TOEFL-ის მნიშვნელობაზე, სასტიპენდიო გრანტებსა და ბრიტანულ საზაფხულო სკოლებზე.



Posted 2018-04-13

სააღდგომო ფესტივალი 2018წ.

2018 წლის 11-12 აპრილს, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიაში, ზუგდიდიდ წმინდა გიორგის სახელობის გიმნაზია მასპინძლობდა სააღდგომო ფესტივალს, რომელშიც მონაწილეობდნენ საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი სასწავლებლები და აფხაზეთის საჯარო სკოლები. ფესტივალის სლოგანი იყო - ,,გული მისცეს გულისათვის, სიყვარული გზად და ხიდად“... ფესტივალის პირველი დღე მიეძღვნა შოთა რუსთაველის საიუბილეო 850 წლისთავს, რომლის ფარგლებში ჩატარდა მოსწავლეთა სასწავლო-სამეცნიერო კონფერენცია ,,ვეფხისტყაოსნის ქრისტიანული რეალიები“. კონფერენციაზე მოხსენებით გამოვიდა სკოლა-გიმნაზიის მეცხრე კლასის მოსწავლე მარიამ ბახტაძე, ხელმძღვანელი - რუსუდან მურღულია. თემამ დიდი მოწონება დაიმსახურა და ავტორი დაჯილდოვდა სერთიფიკატით. ფესტივალის მეორე დღე დაეთმო სააღდგომო კონცერტს და კონკურსს კალიგრაფიასა და ხატვაში სასწავლებლების მოსწავლეების მონაწილეობით. აქაც გვასახელეს ჩვენმა მოსწავლეებმა. მერვე კლასის მოსწავლის კესო კუპრეიშვილის კალიგრაფიულმა ნამუშევარმა განსაკუთრებული ყურადღება და სერთიფიკატი დაიმსახურა, ხოლო ჩვენმა ხალხური ცეკვისა და სიმღერის ანსამბლმა არ უღალატა ჩვეულ აკადემიურობას და მოწოდების სიმაღლეზე იყო. ფესტივალმა ძალიან თბილი და სიყვ ...



Posted 2018-04-08

ქრისტე აღდგა!

მაშ, შევიმოსოთ სიხარული!...მაცხოვარი დღეს იმედით აღავსებს მთელ სამყაროს; თითოეულმა ჩვენგანმაც ვიქონიოთ სასოება იმისა, რომ: „დამიხსნის მე უფალი ყოველი ბოროტი საქმისაგან და მაცხონებს მე თავის ზეციურ სასუფეველში“. ქრისტე აღდგა! აღვდგეთ და ამიერიდან ჩვენც წარვიდეთ სიკვდილისაგან ცხოვრებად, წარვიდეთ ხრწნილებისაგან უხრწნელებად, ბნელისაგან ნათლად, მონებისაგან თავისუფლებად, რათა ვიხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილიაII



Posted 2018-03-30

ესეების კონკურსი

საქართველოს დამოუკიდებლობის 100 წლისთავთან დაკავშირებით, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა–გიმნაზიაში, 2018 წლის 22 მაისს ჩატრდა ესეების კონკურსი თემაზე:,,სამყარო არის უსაზღვრო, სამშობლო ერთადერთია“. კონკურსში მონაწილეობდნენ სკოლა-გიმნაზიის VII, VIII და IX კლასის მოსწავლეები. ხუთეულში მოხვდენენ შემდეგი მოსწავლეები: • სახოკია მარიამი - 7ბ კლ. • ცაავა ლუკა - 7გ კლ. • ძიგუა ნინო - 8ბ კლ. • კოკაია ლიკა - 9 კლ. • ბახტაძე მარიამი - 9 კლ. გამარჯვება კი - 7გ კლასის მოსწავლე ლუკა ცაავას ხვდა წილად. ეს კონკურსი ერთ-ერთი საუკეთესო მოტივაციაა მოსწავლეებში პატრიოტული ცნობიერების და წიგნიერების ასამაღლებლად.



Posted 2018-03-12

პირველ კლასში მიღების მსურველთა შერჩევა-გასაუბრება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გაცნობებთ, რომ 2018 წლის 27-29 აპრილს დანიშნულია 2018-2019 სასწავლო წლისათვის პირველ კლასში მიღების მსურველთა შერჩევა-გასაუბრება. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას, ან დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 0413 27 82 72; 599 573031;551 099598;



Posted 2018-03-12

მხიარული სტარტები

წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართება ტრადიციული სპორტული ღონისძიება ,,მხიარული სტარტები“. მშობლებს და ყველა მსურველს საშუალება ეძლევა უგულშემატკივროს მონაწილეებს. ,,მხიარული სტარტები“-ს განრიგი ასეთია: • II კლასი – 9/III • III კლასი –16/III • IV კლასი – 23/III • V კლასი – 30/III



Posted 2018-03-10

პრეზენტაცია

2018 წლის 10 მარტს, 1200 საათზე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების: მამული ბუჭუხიშვილისა და თეიმურაზ გიორგაძის წიგნის „ გეომეტრია და სივრცის აღქმა ალბათობა, მონაცემთა ანალიზი“ პრეზენტაცია. გამოცემის რედაქტორი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე რეცენზენტები: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ომარ ფურთუხია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ სურგულაძე



Posted 2018-02-28

ბრილიანტის გამოწვევის კონკურსი

დასრულდა "ბრილიანტის გამოწვევის" საქართველო 2018 წლის შესარჩევი კონკურსის მორიგი რაუნდი 14-18 წლის ახალგაზრდა მეწარმეებისთვის. მსაჯების საერთაშორისო გუნდმა წაიკითხა მოსწავლეთა სოციალური ინოვაციების პროექტები და შეაფასა რამდენიმე კრიტერიუმით. თითოეული პროექტს მინიმუმ 3 მსაჯი გაეცნო სხვადასხვა ქვეყნიდან. საქართველოდან მონაწილე გუნდების ქულების დაჯამების შემდეგ 10-მა გუნდმა მოიპოვა უფლება შემდეგ ეტაპზე გადასასვლელად, რომელთა შორის მოხვდა სკოლა- გიმნაზიის გუნდიც.



Posted 2018-01-31

მილოცვა

ქალაქ ფოთის საჭადრაკო კლუბ ,,ნანას“ ორგანიზებით 2018 წლის 27-30 იანვარს ჩატარდა სამეგრელო - ზემო სვანეთის რეგიონის ჩემპიონატი ჭადრაკში,7,9, 11 წლიან ჭაბუკთა და გოგონათა შორის. ამ ტურნირში მონაწილეობდნენ სენაკის წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მესამე კლასის მოსწავლე გიორგი ჭანტურია და მეხუთე კლასის მოსწავლე ალექსი გოგია, რომელებმაც თავიანთ კატეგორიებში პირველი საპრიზო ადგილი დაიკავეს. ვულოცავთ, მათ და ვუსურვებთ შემდგომშიც წარმატებულ ასპარეზობას.



Page 6 of 111234567891011

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com