სიახლეები!

Posted 2024-01-15

პირველკლასელთა მიღება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს პირველ კლასში მოსწავლეთა მიღებას 2024-2025 სასწავლო წლისათვის. განცხადებები მიიღება ყოველ დღე, შაბათ- კვირის გარდა 10.00 სთ–დან – 17.00 სთ–მდე. დაწვრილებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას. მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ.116; ტელ: 595160888; 568982525



Posted 2023-10-13

განცხადება

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში 2023-2024 სასწავლო წლის ოქტომბრიდან დაიწყო სასკოლო პროექტის „ ჯანსაღი ცხოვრება ჯანსაღი თაობის საწინდარია“ განხორციელება.
პროექტის მიზანია, მოზარდს მისცეს საჭირო ცოდნა, აუმაღლოს ცნობიერება და პოპულარიზაცია გაუწიოს ჯანსაღი ცხოვრების წესს. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია აქტივობები, როგორც ფორმალურ, ისე არაფრომალურ განათლებაში. განხორციელებულ აქტივობებს შეგიძლიათ თვალ-ყური ადევნოთ სკოლის სოციალურ გვერდზე.
პროექტის ხელმძღვანელები: მარიამ დემურია, თეა აკულია და ეკატერინე მილორავა.



Posted 2023-10-10

განცხადება

2023 წლის 16 ოქტომბერს, 14:00 სთ-ზე, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობის ორგანიზებით დანიშნულია თვითმმართველობის არჩევნები.
არჩევნები ჩატარდება სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში.



Posted 2023-10-06

ღირსი მამის ალექსი შუშანიას ხსენების დღე.

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ღირსი მამის ალექსი შუშანიას ხსენების დღეს.
ალექსი ბერის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს.



Posted 2023-10-05

მილოცვა

ძვირფასო მასწავლებლებო, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ პროფესიულ დღეს.
თქვენ უდიდესი მისია გაკისრიათ. ქვეყნის ნათელი მომავალი თქვენს ხელშია, რომელსაც გაფრთხილება სჭირდება.
გისურვეთ ღირსეულად გეტარებინოთ პედაგოგის სახელი



Posted 2023-09-14

ახალი სასწავლო წლის დაწყება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ახალი 2023-2024 სასწავლო წლის დაწყებას.
წარმატებები ჩვენს გიმნაზიელებს!



Posted 2023-08-21

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას ბუნებისმეტყველების მასწავლებლის პოზიციაზე
განცხადების წარდგენის ვადაა 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 28 აგვისტოს ჩათვლით;
განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 29 აგვისტოდან 2023 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის დირექციას



Posted 2023-06-16

განცხადება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. მათემატიკის მასწავლებელი
2. ინგლისური ენის მასწავლებელი
3. მუსიკის მასწავლებელი
4. ფსიქოლოგი
განცხადების წარდგენის ვადაა 2023 წლის 19 ივლისიდან 2023 წლის 20 აგვისტოს ჩათვლით;
განაცხადებების გადარჩევა და გასაუბრება ჩატარდება 2023 წლის 21 აგვისტოდან 2023 წლის 26 აგვისტომდე;
დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის დირექციას



Posted 2023-02-01

მილოცვა

სკოლა-გიმნაზია, თითოეული მოსწავლის, მშობლის და მასწავლებლის სახელით, უდიდესი პატივისცემით და სიყვარულით ულოცავს მეუფე შიოს დაბადების დღეს. უფალმა გაგაძლიეროთ მეუფევ.



Posted 2023-01-31

31 იანვარი -- ალექსი ბერი შუშანიას ხსენების დღეა.

სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ამ დღეს თითოეულ თქვენთაგანს და ულოცავს მეუფე შიოს. გფარავდეთ ღირსი ბერი ალექსის მადლი. ტროპარი: ცათა უმაღლესად ამაღლდი სიწმიდითა შენითა, მამაო წმიდაო ალექსი, და ცხრა დასთა ანგელოზთა თანა ადიდებ წმიდასა სამებასა, მას ევედრე ცხოვრებისათვის სულთა ჩუენთასა.



Page 1 of 111234567891011

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com