სიახლეები!

Posted 2016-03-08

მშობელთა საყურადღებოდ!

მშობელთა საყურადღებოდ! 2016 წლის 20 აპრილს წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ტარდება ინტელექტუალური თამაში ,"ბრეინ-რინგი", რომელშიც სკოლა-გიმნაზიის გუნდებთან ერთად მონაწილეობს ნოსირისა და ძველი სენაკის საჯარო სკოლების გუნდები. დასაწყისი 15.00საათზე.



Posted 2016-01-04

საშობაო სპექტაკლი

წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში ტრადიციად იქცა საშობაო წარმოდგენა, რომელსაც უკვე ჰყავს თავისი მაყურებელი. მათ არც ამჯერად დატოვებს გულგრილს საშობაო სპექტაკლი ,,გზაჯვარედინზე“, რომელიც 2016 წლის 9 იანვარს გაიმართება.



Posted 2016-01-04

მილოცვა

წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულს და უფლის წაყალობითა და კურთხევით ულევ ბედნიერებას, მშვიდობას და სიხარულს გისურვებთ!



Posted 0000-00-00

ოქროსფერი შემოდგომა

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის II ა -კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს პროექტი სახელწოდებით „ ოქროსფერი შემოდგომა“, რომელიც ჩატარდა ისტორიულ არქეოპოლისში. შთამბეჭდავი და დაუვიწყარი დღე აჩუქეს გიმნაზიელებმა მშობლებსა და პედაგოგებს და წარმოაჩინეს თავიანთი ცოდნის დონე და უდიდესი მონდომება იმ საგნებში, რომელთა ინტეგრირებაც მოხდა(ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ბუნებისმეტყველება) პროექტზე მუშაობდნენ: ნათია ცხვიტავა, სოფიო ფაჩულია და ნინო ჟიშკარიანი.



Posted 0000-00-00

პრეზენტაცია

2018 წლის 10 მარტს, 1200 საათზე, წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში გაიმართა აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორების: მამული ბუჭუხიშვილისა და თეიმურაზ გიორგაძის წიგნის „ გეომეტრია და სივრცის აღქმა ალბათობა, მონაცემთა ანალიზი“ პრეზენტაცია. გამოცემის რედაქტორი: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ ვეფხვაძე რეცენზენტები: ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ასოცირებული პროფესორი ომარ ფურთუხია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი თეიმურაზ სურგულაძე
პრეზენტაციას ესწრებოდნენ სენაკის რაიონის მათემატიკის პედაგოგები.



Page 14 of 141234567891011121314

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com