გილოცავთ შობის ბრწყინვალე დღესასწაულს!
"ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება.
ჩვენ მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედა ღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალების კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩლებით მისგან წყალობის მომლოდინენი.“
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე.