სიახლეები!

Posted 2020-01-07

მიუზიკლი- ,,ქეთო და კოტე“.

წმ. ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ტრადიციულად, 2020 წლის 9 იანვარს, 12 საათზე, გაიმართება საშობაო სპექტაკლი. ამჯერად, გიმნაზიელები მაყურებელის წინაშე წარდგებიან ვიქტორ დოლიძის უკვდავი მიუზიკლით - ,,ქეთო და კოტე“.



Posted 2020-01-06

ალილო

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზია გილოცავთ შობა-ახალ წელს და გაცნობებთ, რომ შობას, ტრადიციულად, გაიმართება ალილო. მსვლელობა დაიწყება ალექსი სენაკელის სახელობის ტაძრიდან. გთხოვთ, მიიღოთ მონაწილეობა მსვლელობაში და მობრძანდეთ 7 იანვარს, 13.00 საათზე გიმნაზიაში



Posted 2020-01-02

2020-2021 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღება

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზია, 2020-2021 სასწავლო წლისათვის, აცხადებს მოსწავლეთა მიღებას პირველ კლასში. განცხადებები მიიღება ყოველ დღე, შაბათ–კვირის გარდა 10.00 სთ-დან – 17.00 სთ-მდე. დაწვრილებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სკოლა-გიმნაზიის ადმინისტრაციას (მისამართი: სენაკი, რუსთაველის ქ. 116; ტელ: 551099598; 595160888; 568982525).



Posted 2019-12-30

რა? სად? როდის?

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეთა თვითმმართველობა, 2020 წლის იანვარში მართავს ინტელექტუალურ თამაშს - ,,რა? სად? როდის?“ თამაშში მონაწილეობას მიიღებენ გიმნაზიის IX-X-XI კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. ზოგადი თემების გარდა, შეკითხვები დაისმევა მოსწავლეთა თვითმმართველობის მიერ შერჩეული სამი წიგნიდან, აქედან გამომდინარე, მონაწილე გუნდებს ევალებათ წაიკითხონ შემდეგი ნაწარმოებები: • გურამ დოჩანაშვილი - ,,კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა". • აკა მორჩილაძე - ,,ფალიაშვილის ქუჩის ძაღლები". • ჯორჯ ორუელი - ,,1984". სკოლა-გიმნაზია ბედნიერ შობა-ახალ წელს და საინტერესოდ გატარებულ არდადეგებს გისურვებთ.



Posted 2019-12-28

ესეები კონკურსი სკოლა-გიმნაზიაში

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლურ სკოლა-გიმნაზიაში, ჩატარდა შიდა-სასკოლო ესეების კონკურსი თემაზე - ,,ბულინგი - სასკოლო ოინი თუ ნორმად ქცეული ძალადობა?" კონკურსში მონაწილეობა მიიღეს VII, VIII, IX, X და XI კლასის მოსწავლეებმა. წარმოდგენილი იყო საინტერესო ნაშრომები, რომლის შეფასება დაევალა ჟიურის, რომელიც დაკომპლექტებული იყო პედაგოგებითა და მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წარმომადგენლებით. გამოვლინდა სამი საუკეთესო ნაშრომი, რომელთა ავტორები გახლავთ IX გ მოსწავლე- ლუკა ცაავა და VII ბ კლასის მოსწავლე - ნანიკო ჩიტაია. გამარჯვებული გახდა - IX გ კლასის მოსწავლე - ლევან ჭანტურია



Posted 2019-12-17

მხიარული სტარტები

2019 წლის 13 დეკემბერს სკოლა-გიმნაზიაში ჩატარდება სპორტული აქტივობა - ,,მხიარული სტარტები", რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ IVა-ბ-გ კლასის მოსწავლეებისგან შემდგარი გუნდები. უგულშემატკივრეთ თქვენს რჩეულ გუნდს!



Posted 2019-12-10

სპექტაკლი უფლისწული და მათხოვარი

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა–გიმნაზიის IV–გ კლასის მოსწავლეები 2019 წლის 15 დეკემბერს, 12 სათზე, გეპატიჟებიან სპექტაკლზე –,,უფლისწული და მათხოვარი". დასწრება თავისუფალია.



Posted 2019-12-05

კონფერენცია

წმ.ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის ინგლისური ენის კათედრის ორგანიზებით, 2019 წლის 21 დეკემბერს, სკოლა–გიმნაზიაში ჩატარდება მოსწავლეთა სასწავლო კონფერენცია თემაზე: "თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ეფექტურობა სწავლების პროცესში". კონფერენციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ, სენაკის საჯარო და კერძო სკოლების VIII-XII კლასის მოსწავლეებს. თემის წარდგენის ბოლო ვადაა 15.12.2019წ.



Posted 2019-12-04

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების საყურადღებოდ!

მოსწავლეთა თვითმმართველობის წევრების საყურადღებოდ! 2019 წლის 7 დეკემბერს, სკოლა-გიმნაზიის ბიბლიოთეკაში შედგება მოსწავლეთა თვითმმართველობის შეხვედრა სკოლა-გიმნაზიის დირექტორთან.



Posted 2019-11-20

STEM ფესტივალი 2019!

წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები - ნათია შამათავა, ალექსი ტყებუჩავა, გიგი გუგუნავა და დავით გულბანი, ხელმძღვანელთან - უტა კილასონიასთან ერთად, მონაწილეობას მიიღებენ ქუთაისის N33 საჯარო სკოლაში გამართულ STEM-2019 ფესტივალში. წარმატებებს ვუსურვებთ გიმნაზიის STEM -ჯგუფს.



Page 3 of 111234567891011

დაგვიკავშირდით სოციალურ მედიაში

მისამართი: რუსთაველის ქ. 116, საქართველო
ტელეფონი: (0413) 27 82 72
E-mail: skolagimnazia.senaki@gmail.com