სასწავლო წლის დასაწყისი
სასწავლო წელი წმინდა ალექსი შუშანიას მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიაში დაიწყო 2016 წლის 26 სექტემბერს. მოსწავლეები დალოცა სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა მეუფე შიომ. წინა სასწავლო წლის წარმატებულ მოსწავლეებს გადაეცათ სიგელები. სასწავლო წლის დაწყება გიმნაზიელებს მიულოცეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმაც.