სკოლა-გიმნაზიის გულშემატკივრებს!!!
2017 წლის 27 თებერვალს, ქ.თბილისში ტარდება 2016 - 17 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალი.
ფინალში გასულია წმინდა ალექსი შუშანიას სახელობის მართლმადიდებლური სკოლა-გიმნაზიის გუნდის პროექტი: გეოლოგიური საფრთხეები.
გუნდის წევრები: ნათელა შამათავა, დეა ჩიტაია, ალექსი ტყებუჩავა, ლიკა კოკაია, გვანცა ჩიქოვანი;
ინსტრუქტორი: ტოლია კილასონია.
გთხოვთ, გვიგულშემატკივროთ, შეგვეწიოთ ლოცვითა და კეთილი სურვილებით.